ორმაგი დეფიციტი უკრაინის მხარეს და რუსეთის სამინზეები

საბრძოლო მასალისა და შეიარაღების დეფიციტის ფონტზე, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ამას ქალაქი ავდიივკის დაცემა მოჰყვა, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, თუ რომელი დასახლებული პუნქტი იქნები რუსეთის შემდეგი სამიზნე.

ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასის მთლიანი გათავისუფლება იყო და იქნება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

უკრაინულის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აჩვენა, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული ხერსონის და ზაპოროჟიეს ნაწილები ეფექტურადაა დაცული.

ამ დროის მონაცემებით, რუსეთის არმია დონეცკის რეგიონის 65% აკონტროლებს და 3 დიდი ქალაქი - სლავიანსკი, კრამატორკსი და კონსტანტინოვკა ჯერ კიდევ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა სხვა პატარ-პატარა დასახლებებთან ერთად. სამხედრო ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რომელი ქალაქი გახდება შემდეგი სამიზნე, თუმცა, სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია, რუსული სამხედრო შენაერთების მოძრაოებებზე დაკვრივებითა და უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ვარაუდებს გამოთქვამენ.

ოპერატიული მდგომარეობა დონეცკის ოლქში

ISW მიხედვით, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დეფიციტი, რომელიც, მეტწილად, შეერთებული შტატების კონგრესში მიუღწეველი კონსესუსითაა გამოწვეული, ფრონტის ხაზის ვრცელ მონაკვეთებს დაუცველად ტოვებს. სწორედ, ამის გამო, უკრაინა იძულებულია მოახდინოს რიგი სექტორების პრიორიტეტიზაცია, რადგანაც ყველა მიმართულებას ერთიანი ხარისხით ვერ დაიცავს, ეს კი, რუსეთს მოულოდნელი გარღვევების შესაძლებლობას აძლევს.

ამ მომენტისთვის, ინიციატივა რუსეთის მხარესაა და სწორედ ის წყვეტს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე გაზარდოს ან შეამციროს ბრძოლების ინტენსივობა.

გერმანული გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში, უკრაინელ სამხედრო მეთაურზე დაყრდნობით წერს, რომ თითქმის ყველა უკრაინული დანაყოფი განიცდის საბრძოლო მასალისა და შეიარაღების დეფიციტს. გამომცემლობა ამბობს, რომ უკრაინელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თავისი საპასუხისმგებლო სექტორის შენარჩუნება, თუ რუსეთი დიდი ძალებით არ შეუტევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ფრონტის რიგ სექტორებზე რუსული არმიის მოულოდნელი სიღრმისეული გაჭრის საშიშროებები ნადმვილად არსებობს. მისივე განცხადებით, საბრძოლო პოზიციებზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი სამხედროების როტაციები უკვე დაიწყეს, რათა ფროტინს მონაკვეთების სტაბილიზაცია დაიწყოს. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ მონაკვეთებზეა საუბარი. იმ სექტერებში, სადაც, უკრაინელები რუსების გარღვევას ელოდებიან, როტაცია ნაკლებად სავარაუდოა.

რუსული არმიის შეტევები გრძელდება პერვომაისკოეში, ორლივკასა და ტონენკეში. ბრძოლები მიმდინარეობას ქალაქ ბახმუტთან არსებულ დასახლებულ პუნქტ ივანსკეში. შეტევის ტემპების ინტენსივობა მაღალი არ არის, თუმცა საფრთხის შემცველია.

პოკროვსკი, ავდიივკაზე მოსახლეობით ორჯერ დიდი და მისგან 45 კილომეტრით დაშორებული ქალაქია. სექტორის მეთაურის, ოლექსანდრ ტარნავსკის მიხედვით, რუსებს ავდიივკას დასაკავებლად დიდი დრო და ბევრი რესურსი დასჭირდათ. 4-თვიანი შტურმის შედეგად, რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგი (იგულისხმება დაღუპული და დაჭრილი) 47 ათასს უტოლდება. შეტევის დროს 600 მეტი შეჯავშნული მანქანა გადანგურდა.

მაიორი კუდრიაშოვის მიხედვით, რუსეთის წარმატების გასაღები არტილერიის ლულებისა და ჭურვების უპირატესობაში იყო. მისი თქმით, მოწინააღდეგეს დაახლოებით ათჯერ მეტი საარტილერიო დანადგარი გააჩნდა. მხოლოდ ბოლო 12 დღის განმავლობაში, უკრაინელების თავდაცვის ხაზებზე რუსებმა 60 პლანირებადი ბომბი ჩამოაგდეს.

ISW მიხედვით, უკრაინელი სამხედრო დამკვირვებელი, კოსტიანტინ მაშოვეტსი 2 მარტს ამბობდა, რომ 90-ე სატანკო დივიზიის ელემენტები ქალაქ ჰორლივკაში გაჯადგუფებასა და გადახალისებას ახდენენ. მალევე, 74-ე მოტო-მსროლელი ბრიგადის ელემენტები რეზერვიდან გადაისროლეს შემტევ ოპერაციებში ავდიივკის აღმოსავლეთით, ქალაქ ივანსკეში, რომლის ნახევარსაც უკვე აკონტროლებენ. რუსული საარტილერიო და საავიაციო დაბომბები სექტორის ამ მონაკვეთში ინტესნიურად მიმდინარეობს.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, სავრაუდოდ, რუსული ძალების ტაქტიკური და ოპერატიული რეზერვები იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა შეტევის ტემპი არ დავარდეს. კონსტანტინ მაშოვეტსმა 14 მარტს განაცხადა, რომ ეს ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ ქალაქ ლიმანისა და  ბახმუტის მიმართულებით. ამ მცდელობების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შუუშალონ უკრაინელების მცდელობას ფრონტის დასტაბილურებაში.

საარტილერიო ჭურვების პარიტეტი

შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელებს უკვე გადასცეს მაღალ-ტექნოლოგიური იარაღი, მათ შორის, ტანკები „M1 Abrams“ და მალე, F-16 მრავალფუნქციურ გამანადგურებლებსაც მიიღებენ, თუმცა, ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი შეთანხმებულია, რომ საბოლოო ჯამში, ომის ბედზე დიდ გავლენას საარტილერიო ინტენსივობა მოახდენს.

ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინული თავდაცვის ხაზებისთვის ნომერ პირველი პრობლემა, საბრძოლო მასალების და, შესაბამისად, არტილერიისა და პლანირებადი ბომბების მაღალი ინტენსივობით გამოყენებაა.

რუსეთის მთავარი უპირატესობა იარაღი და ადამიანური რესურსია. სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სხვადასხვა მონაცემებით მათ 14-17 ათასი სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. 2023 წელს, რუსეთმა სამხედრო საწყობებიდან საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა 1200 ტანკი და 2500 საბრძოლო მანქანა, ხოლო, წელიწადის განმავლობაში აწარმოებს ან/და მოდერნიზაციას 200 ერთეულ უკეთებს.

თუმცა, არც ეს მარაგებია უსასრულო. სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთმა 2022 წლიდან თავისი სტრატეგიული რეზერვების 25-40% უკვე გახარჯა.

CNN-ის მიხედვით, რუსეთის სამხედრო საწარმოები პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობე. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 3.5 მილიონი ადამიანი მუშაობს თავდაცვის სექტორში. საბრძოლო მასალას მოკავშირეებისგანაც იღებს - მხოლოდ წინა წელს, მათ ირანისგან  300 ათასი და ჩრდილოეთ კოერიდან მილიონობით საარტილერიო ჭურვი მიიღეს.

ნატოს დაზვერვის მიხედვით, რუსეთი 250 ათას საარტილერიო ჭურვს ამზადებს თვიურად, 3 მილიონს წლიურად. მაშინ, როცა, ამერიკას და ევროპას ერთობლივად მაქსიმუმ - 1.2 მილიონის.

გარმენულმა სამხედრო კომპანიებმა წინა თვეში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედრო საწარმოების გახსნას გეგმავენ, რომლებიც ასობით ათას 155-მმ საარტილერიო ჭურვს დაამზადებენ. იგივე კომპანიამ გერმანიაში ახალი საწარმო უკვე გახსნა და 200 ათასი ჭურვის წლიურ წარმოებას გემგავენ.

ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივას, რომელიც ევროპის ფარგლებს მიღმა უკრაინისთვის 800 ათასი სხვადასხვა კალიბრის ჭურვის შეძენას ეხება, სულ 18 სახელმწიფო შეურთდა. ჩეხური ინიციატივის ფარგლებში შეძენილი საარტილერიო ჭურვების პირველ პარტიას უკრაინა ზაფხულში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები