პაკისტანის ყოფილ პრემიერს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს
პაკისტანის პოლიციამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს ბრალი ანტი-ტერორისტული კანონების დარღვევაში წაუყენა.
ყოფილი პრემიერის რეზიდენციის გარშემო ასეულობით მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებიც ხანის დაკავების მცდელობას ეწინააღმდეგებიან.
პაკისტანის ლიდერს თანამდებობის დატოვება აპრილში მოუწია, როცა მას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ხანი პოლიციის და არმიის ხმალამოღებულ კრიტიკოსად იქცა.
ცოტა ხნის წინ მან პოლიცია მისი თანაშემწის დაკავებასა და წამებაში დააადანაშაულა.
ხანის პოლიტიკური მოკავშირეები აცხადებენ, რომ მისი დაკავება „წითელი ხაზის“ გადაკვეთის ტოლფასი იქნება.
„თუ ხანს დაიჭერენ, ისლამაბადს ავიღებთ“, - განაცხადა ხანის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა ალი ამინ განდაპურმა.