სტოლტენბერგის თქმით, ნატოსა და რუსეთის ომის საფრთხე არსებობს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შიშობს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი შეიძლება რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს.
"უკრაინაში საშინელი ომია. ის ასევე შეიძლება გადაიზარდოს გადაიზარდოს დიდ ომში ნატოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ამის თავიდან ასაცილებლად", - თქვა სტოლტენბერგმა ნორვეგიულ ტელეარხ NRK-თან ინტერვიუში.
ნატოს გენერალური მდივანი თვლის, რომ "მხოლოდ ძლიერ უკრაინას შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა" და არ ფიქრობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან სასტიკი მეთოდებით დაპირისპირებით, რუსეთი "უკრაინის გატეხვას" შეძლებს. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის სისასტიკე უკრაინისთვის მეტი დახმარების მობილიზებას შეუწყობს ხელს.
მანამდე, ცოტა ხნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, შეერთებული შტატების ანალოგიით, თავის სამხედრო დოქტრინაში შეიტანოს პრევენციული განიარაღებისთვის ბირთვული დარტყმის უფლება.
მანამდე The New York Times-თან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მას "ესმის" იმ ადამიანების, ვინც "დაღლილია" უკრაინის მხარდაჭერით და უკმაყოფილოა საკვების, გაზისა და ელექტროენერგიის მაღალი ფასებით. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს "ბევრად მაღალი ფასის გადახდა" მოუწევს, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში და საფრთხეს შეუქმნის თავისუფლებას და მშვიდობას დასავლეთის ქვეყნებში.