გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-სთან 23 მლრდ $-ის შეიარაღების კონტრაქტი შეაჩერა

აბუ დაბი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა შესყიდული შეიარაღების „ჩინური შპიონაჟისგან“ დაცვის გარანტიები მოითხოვა

მოკლედ მოყოლილი | კუნძულის შესაძლებლობა. რით მოიგო ტაივანმა აღმოსავლეთევროპელების გული?

ბოლო დროს - ღია თუ ფარული გზებით - დემოკრატიული კუნძული საერთო ენის გამონახვას სულ უფრო და უფრო მეტ სახელმწიფოსთან ახერხებს

გლუკსმანი: გერმანული კომპანიები ჩინეთის ლობისტები არიან

„ევროპულმა ინსტიტუტებმა ტაივანთან თანამშრომლობის ტაბუ უნდა დაამსხვრიონ“, - განაცხადა გლუკსმანმა კუნძულოვან დემოკრატიაზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

მოკლედ მოყოლილი | დრაკონის მოთვინიერება: ბაიდენის 4 პრიორიტეტი ჩინეთზე

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებისთვის საკვანძო ოთხი მიმართულება წარადგინა

ჩინეთმა ლიეტუვას დიპლომატიური სტატუსი დააქვეითა

ვილნიუსში ტაივანის ოფისის გახსნის შემდეგ ჩინეთმა ლიეტუვაში დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი ელჩიდან საქმეთა რწმუნებულის დონემდე ჩამოაქვეითა

კონგრესმენების ვიზიტის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებს

პეკინი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების გააქტიურება „ტაივანის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების არაკორექტულმა გამონათქვამებმა და ქმედებებმა“ გამოიწვია, რომლებიც კუნძულის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს

პენტაგონი: ჩინეთის ბირთვული არსენალი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ვვარაუდობდით

აშშ-ს თავდაცვის უწყების ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთის ბირთვული ქობინების რაოდენობა გასულ წელს ნავარაუდევზე ორჯერ მეტი უნდა იყოს

ბაიდენი: ჩინეთი და რუსეთი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკმარისს არ აკეთებენ

„დიდი ოციანის“ სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთს, რუსეთს და საუდის არაბეთს კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენიათ

ბაიდენი: ტაივანის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა „ურყევია“

„ჩინეთის ქმედებები რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - უთხრა ბაიდენმა ონლაინ-სამიტზე შეკრებილ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 10 ქვეყნის წარმომადგენელს