ტარიფების მიღმაც, ეს ტრამპის ადმინისტრაციისა და ჩინეთის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება, მას შემდეგ, რაც ტრამპის ინაუგურაციას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო.
გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მხრიდან დაწესებული უპრეცედენტოდ მაღალი ტარიფების ფონზე ჩინეთის ინდუსტრიული აქტივობის მაჩვენებლები 2023 წლის შემდეგ მინიმალურ დონემდე შემცირდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას ასევე აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის მოქალაქეები რუსეთში დრონების ქარხანაში მუშაობენ.
"სავაჭრო ომს და ტარიფებს არ ეყოლება გამარჯვებული, ხოლო პროტექციონიზმი ჩიხში შეგვიყვანს"- ნათქვამია სი ძინფინგის ავტორობით მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც არ არის უშუალოდ ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატები ან დონალდ ტრამპი.
საიდუმლო შეხვედრა ჩინეთის მიერ ტაივანის სრუტეში დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფონზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სახალხო-გამათავისუფლებელი არმია კუნძულის სრული ბლოკადის სცენარს დაამუშავებს.
წვრთნებში მონაწილე დანაყოფებისა და დაგეგმილი რეპეტიციების მიხედვით, ჩინეთის მიზანი გაერთიანებულ შენაერთთა ოპერაციის მომზადებაა, რომელშიც კოორდინირებული უნდა იყოს ფლოტის, ავიაციისა და სარაკეტო ძალების მოქმედებები.